სიახლები

16-11-2023 მეორე ჯგუფის ვიზიტი უნივერსიტეტში

სსიპ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად აგრძელებენ "მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით" გრანტის ფარგლებში დაგეგმილი კვლევითი პროექტის ამოცანების შესრულებას. მოსწავლეთა მეორე ჯგუფმა სპილენძ(II)-ის იონების განსაზღვრის ოპტიმალური, მგრძნობიარე და სპეციფიკური სპექტროფოტომეტრული მეთოდის შერჩევის მიზნით პროექტის ასისტენტის ნოდარ დუმბაძის დახმარებით მოიძია მეთოდიკა და დაგეგმა ექსპერიმენტი, სადაც განისაზღვრა სპილენძის მინიმალური რაოდენობა, რომელიც შეიძლება ამ მეთოდით დადგინდეს. კვლევები ჩატარდა უნივერსიტეტის სპექტროფოტომეტრზე და შეირჩა ოპტიმალური ტალღის სიგრძე, რომელზეც გაიზომება კონცენტრაცია. შემდგომი ცდები უკვე ჩატარდება სკოლაში, Vernier Science Education-ს სასკოლო სპექტროფოტომეტრის გამოყენებით, რომელიც შეძენილი იყო ამავე გრანტით 2018 წელს. კვლევაში მონაწილეობდნენ: გვანცა გაბროშვილი, მარიამ ნინოშვილი, მარიამ ურუშაძე, ნანა ხელშვილი, სალომე სანდუხაძე, ანა ზვიადაური, ლიზი გოგიშვილი.

ნანახია 147-ჯერ